დოლარი ისევ ძვირია – ეროვნული ბანკი საჭიროების შემთხვევაში იმოქმედებს

თბილისი (BPI) – მთავარ ბანკირს მცურავი გაცვლითი რეჟიმის პირობებში ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზირება არ ძალუძს. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი საჭიროების შემთხვევაში ზომებს გაატარებს.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, შეიქმნა მოლოდინები, რომ სავალუტო შემოსავლების გაცილებით უფრო ცუდი მაჩვენებლები იქნებოდა, რაც აისახა კიდეც ლარის კურსზე.

ვფიქრობთ, ამ სიტუაციაშიც კი, მიმდინარე ანგარიში, რომელიც ლარის კურსის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია, იმაზე გაცილებით უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე ჩვენ ამას ვპროგნოზირებდით.

როგორც იცით, მომდევნო კვირას, 4 სექტემბერს, დაგეგმილია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. განვიხილავთ ყველა ფაქტორს ერთობლიობაში და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ,” – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის მთავარი მიზანი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …