დიღმის ჭალებში პარკის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისი (BPI) – დიღმის ჭალებში თანამედროვე დიზაინის, მრავალფუნქციური პარკის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, დიღმის ჭალების მრავალფუნქციური პარკი  დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ სარეკრეაციო სივრცედ გადაიქცევა. გათვალისწინებულია კუნძულზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის მოწყობაც, რომელიც  პარკის ძირითად ტერიტორიას მდინარეში მდებარე კუნძულთან და ჭალის ტყესთან დააკავშირებს.

უშუალოდ კუნძულზე არ მოეწყობა საფეხმავლო სივრცეები, რათა მისი პარკთან ინტეგრირება ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების გარეშე მოხდეს და იქ არსებული ბიომრავალფეროვნება და ჰაბიტატები უცვლელი სახით შენარჩუნდეს. პარკის მთელ ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო და ველობილიკები.

დიღმის ჭალების პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. განახლდება არსებული მცენარეული საფარი, მოეწყობა საბავშვო და სპორტული მოედნები, ასევე, ხელოვნური ტბა, რომელიც პარკში არსებული გამწვანების მორწყვას მტკვრის წყლით უზრუნველყოფს. მოეწყობა სარწყავი სისტემა და განათება, კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე (ამფითეატრი და მედიათეკა). ასევე, კაფე, საფეხბურთო მოედანი და სკეიტპარკი.

პროექტის ფარგლებში, რელიეფის სპეციფიკიდან გამომდინარე, მდინარის გახსნის მიზნით, მტკვართან მისასვლელი ტერასულად ეწყობა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …