დიღმის ტყე-პარკს მიწის ნაკვეთები უბრუნდება

თბილისი (BPI) – მესაკუთრეებმა დიღმის ტყე-პარკთან 27 086 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი დედაქალაქს დაუბრუნეს. ამ ეტაპზე დიღმის ტყე-პარკში მდებარე კიდევ ერთი, კერძო საკუთრებაში არსებული 679 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შედეგად,  თბილისს დაუბრუნდება.

მესაკუთრეს დიღმის ტყე-პარკში არსებული ტერიტორიის სანაცვლოდ, მიწის ნაკვეთი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე გადაეცემა.  

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, კერძო მესაკუთრეებთან  მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება.

„ბევრი მწვანე სივრცე შეეწირა ქალაქში მშენებლობებს. ეს ხდებოდა პარკებსა და სკვერებში. დიღმის ტყე-პარკი ფაქტობრივად მთლიანად იყო გასხვისებული და დაახლოებით, 80%  კერძო საკუთრებაშია.

2017 წლიდან დავიწყეთ მოლაპარაკებები კერძო მესაკუთრეებთან და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამ მოლაპარაკებების შედეგად ქალაქს მიწის ნაკვეთების გარკვეული ნაწილი  დავუბრუნეთ. ამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და იქ იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მწვანე სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება დასვენების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …