დიდ დიღომში ტექნო ლუქსის საწყობში ხანძარია

თბილისი (BPI) – დიდ დიღომში სავარაუდოდ ტექნიკის მაღაზია ტექნო ლუქსის საწყობში ხანძარია.

შემთხვევის ადგილას 23 სახანძრო ჯგუფი მუშაობს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 2000 კვ მეტრზეა მოდებული.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველების მიერ შენობიდან უვნებლად გამოყვანილია 1 ადამიანი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service-ს ფოტო.


შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …