დიდი ხანია ვეძებდით შესაფერის ადგილს და მიგვაჩნია, რომ ახლა იდეალური დროა საქართველოში ინვესტირებისთვის – ჯონათან თაუერი

განვიხილეთ ინიციატივა საქართველოში ახალი საინვესტიციო ფონდის შექმნის თაობაზე. ჩვენ საქართველოს ეკოსისტემის დიდი მხარდამჭერები ვართ, – ამის შესახებ ვენჩურული საინვესტიციო ფონდის, Catapult VC-ის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ჯონათან თაუერმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა იდეალური დროა საქართველოში ინვესტირებისთვის.

“განვიხილეთ ინიციატივა საქართველოში ახალი საინვესტიციო ფონდის შექმნის თაობაზე. ჩვენ საქართველოს ეკოსისტემის დიდი მხარდამჭერები ვართ. დიდი ხანია ვეძებდით შესაფერის ადგილს და მიგვაჩნია, რომ ახლა იდეალური დროა საქართველოში ინვესტირებისთვის, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ ახალ ქართულ სტარტაპებზე, რომლებსაც შეუძლიათ გლობალურად გახდნენ კონკურენტუნარიანი”, – აღნიშნა ჯონათან თაუერმა.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …