დიდი ბრიტანეთი  უკრაინის რკინიგზის რეაბილიტაციისთვის 10 მლნ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი  უკრაინის რკინიგზის რეაბილიტაციისთვის 10 მლნ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს, რათა გაამარტივოს ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტზე გატანა რუსული აგრესიის ფონზე.

“უკრაინიდან შავი ზღვის საშუალებით მარცვლეულის გატანის ბლოკირების გარდა, რუსული თავდასხმები მის ექსპორტს რკინიგზის საშუალებითაც აფერხებენ და ხელს უშლიან. იმისთვის, რათა ამას წინააღმდეგობა გავუწიოთ, დიდი ბრიტანეთი გამოყოფს 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს მასალებსა და აღჭურვილობაზე უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად, რათა მოხდეს ქვეყნიდან მარცვლეულის ამ გზით გამოტანის ხელშეწყობა“, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

იმავდროულად ირკვევა, რომ დიდი ბრიტანეთი გამოყოფს 1,5 მილიონ ფუნტს ტესტირების პროცესის შესამუშავებლად, რათა დადგინდეს, იყო თუ არა რუსეთის მიერ გლობალურ ბაზარზე გაყიდული მარცვლეული კონტრაბანდულად გატანილი უკრაინიდან.

“ეს დაეხმარება მსოფლიო მთავრობებს მოპარული მარცვლეულის პრობლემის მოგვარებაში, ამ მიმართულებით რუსეთის აქტივობის შეზღუდვასა და იმის უზრუნველყოფაში, რომ უკრაინა მიიღებს საჭირო შემოსავალს მის მიერ მოყვანილი მარცვლეულის სანაცვლოდ. ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსო „დიდი შვიდეულის“ სხვა ქვეყნებსაც სთხოვს, შეუერთდნენ ამ ძალისხმევას“, – ნათქვამია პრესრელიზში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …