დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა აგვისტოს ბოლოსათვის 50.27 პროცენტი შეადგინა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 48.06 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 276.96 მლნ ლარით, ანუ 0.58%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.97%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 934.94 მლნ ლარით, ანუ 5.11%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 5.41%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 657.98 მლნ ლარით, ანუ 2.23%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.79%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 50.27 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.91 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.72 პროცენტული პუნქტით).
აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.91% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.52%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.55%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.31%, ხოლო ევროს წილმა 19.78% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …