თბილისი (BPI) – მარტის მცირედი მატების შემდეგ, საბანკო სექტორს აპრილში დეპოზიტები შეუმცირდა, რაც მეანაბრეთა თავდაცითი ქცევით არის განპირობებული. საცალო დეპოზიტარების ნაწილმა ლარის დანაზოგი დოლარსა და ევროში გადაიტანა, ზოგმა კი დასახარჯად გაიტანა.
პორტფელის მატება ძირითადად კურსის ეფექტია, დოლარის 2.7-დან, 3.2 ლარამდე გამყარების და ლარის ანაბრების დოლარში კონვერტირების ხარჯზე.
აპრილში ბანკების სადეპოზიტო ანგარიშებზე თანხები 1.7%-ით შემცირდა.
ფიზიკური პირების დანაზოგების 78% 2 სისტემურ ბანკშია. თიბისის პორტფელი აპრილში 1.07%-ით შემცირებულია, საქართველოს ბანკის 1.7%-ით
● | 01.05.2020 | (₾) |
საქართველოს ბანკი | 6,408,514 | მლრდ |
თიბისი ბანკი | 6,085,085 | მლრდ |
ლიბერთი ბანკი | 1,190,769 | მლრდ |
ვითიბი ბანკი | 0.553 | მლრდ |
წყარო: კომერციული ბანკები
COVID-ით დაპაუზებამ სისტემა მარტში 940 მლნ -ით აზარალა, აპრილში 80 მილიონ მოგებაზე გასვლა მაინც შეძლო.