დაწესებული სანქციები არ ითვალისწინებს ბანკის საქმიანობის შეჩერებას – ვითიბი ბანკ ჯორჯია

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯია“ VTB ჯგუფის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ სპეციალური განცხადებით ეხმიანება, რომელსაც უცველად გთავაზობთ:

“სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ არის ერთ-ერთი ლიდერი ბანკი საქართველოში და  ბანკებს შორის, საზედამხედველო კაპიტალის მიხედვით, მესამე ადგილს იკავებს. სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, როგორც ფინანსურად, ასევე იურიდიულად. ბანკს გააჩნია 410 მლნ. ლარის სააქციო კაპიტალი, რასაც ემატება 110 მლნ. ლარის სუბორდინირებული სესხები სათაო ბანკიდან და, შესაბამისად, შესაძლებლობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში, სრულად დაფაროს კლიენტების ვალდებულებები. მისი მთლიანი აქტივების შეფარდება კლიენტთა სახსრებსა და რეზიდენტი ბანკების დეპოზიტების, 1 თებერვლის მდგომარეობით, აღემატება 135%-ს,  რომელიც თანხობრივად 565 მლნ. ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას“, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, სანქციების დაწესების შემთხვევაში, შემუშავებული ჰქონდა სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, ბანკი მომზადებული შეხვდა აღნიშნულ სანქციებს. ამასთან, ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის უზრუნველყოს ბანკი შესაბამისი რესურსით.

გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაწესებული სანქციები არ ითვალისწინებს ბანკის საქმიანობის შეჩერებას. ბანკის ნებისმიერ კლიენტს შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში, გადარიცხოს საკუთარი სახსრები სხვა ბანკში ან გაიტანოს ნაღდი ფულის სახით ან განახორციელოს გადახდები. ასევე, დეპოზიტებს ჩვეულებრივ დაერიცხებათ სარგებელი შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში და ოდენობით. ამგვარად, არ დაზარალდება არცერთი მომხმარებელი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი საბანკო პროდუქტით სარგებლობს იგი“, – აღნიშნულია  „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …