დასალევი წიგნი – ინოვაციური ტექნოლოგია წყლის გასაწმენდად

თბილისი (BPI) – ამერიკელმა მეცნიერმა ტერი დანკოვიჩმა წყლის გამწმენდი ინოვაციური ტექნოლოგია -„დასალევი წიგნი“(Drinkable book) – გამოიგონა, – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

ტექნოლოგიას წიგნის ფორმა აქვს. წიგნის ფურცლები ვერცხლის ნანონაწილაკებითაა დაფარული. იგი ფილტრავს წყალს და ანადგურებს ისეთ ბაქტერიებს როგორიცაა: ქოლერის, ტიფის და იკოლის ბაქტერიები (E-coli). თითოეული ფილტრით ანუ წიგნის ერთი ფურცლით 100 ლიტრი სასმელად ვარგისი წყლის მიღებაა შესაძლებელი. მასზე დატანილია ინფორმაცია თუ როგორ და რატომ უნდა გაიწმინდოს წყალი.

როგორც მეცნიერმა დანკოვიჩმა აღნიშნა ტექნოლოგია განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები იმ საზოგადოებისთვისაა გათვლილი, რომელთაც სუფთა სასმელი წყლის მიღების საშუალება არ აქვთ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში ყოველწლიურად 3.4 მილიონი ადამიანი იღუპება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …