დარწმუნებული ვარ საქართველო მალე შეძლებს შექმნას და განავითაროს კონკურენტული და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზარი – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე თვინინგ ლაითის დახურვის ღონისძიებაზე მოხსენება გააკეთა.
✅სემეკის თავმჯდომარის შეფასებით, ენერგეტიკული ბაზრის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზების პროცესმა, ასევე მსოფლიოში ტექნოლოგიების როლის სწრაფმა გაზრდამ, დიგიტალიზაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად აქცია.
➡️„დარწმუნებული ვარ, სემეკის, სხვა შესაბამისი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მალე შეძლებს შექმნას და განავითაროს კონკურენტული და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზარი, უზრუნველყოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. საერთაშორისო პროექტებისა და მიღებული გამოცდილების გამოყენებით, შევძლებთ სემეკის შესაძლებლობების გაზრდას, რათა გავაუმჯობესოთ რეგულირების სტანდარტები და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მდგრადი და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს არსებობას, ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებასა და, ამავდროულად, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას.
✔️საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ამჟამად ისტორიულ მოვლენებს ეყრება საფუძველი. მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებისა და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბებისათვის. შემუშავდა არაერთი ნორმატიული აქტი, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტული ბაზრის ფუქციონირებისათვის სათანადო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას და ეფექტიან მონიტორინგს, ისევე როგორც მომხმარებელთა უფრო მაღალი დონის დაცვის მექანიზმების არსებობას. ამ პროცესში ციფრული ტექნოლოგიების განვითარება უმნიშვნელოვანესია,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
📶ევროკავშირის დაფინანსებით, სემეკში მიმდინარე თვინინგ ლაითის პროექტის -„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კატალინ გერმანი, იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახურის (GSE) წარმომადგენლები, ალბერტო ბიანკარდი, პიეტრო ფალკონი.

შემთხვევითი სიახლე

ქართული ანიმაციის ახალი სიცოცხლე: თქვენს წინაშეა საქართველოს ხელოვნების სასახლის ექსკლუზიური სტიკერების ნაკრები

ყველა ადამიანი ბავშვობიდან მოდის. ის ემოციები და შთაბეჭდილებები, რომლებსაც ადრეულ ასაკში ვიღებთ, სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება …