დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, ტურიზმის სექტორის განახლებულ სტრატეგიაზე დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა  „კრიზისულ და პოსტ კრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორის განახლებული სტრატეგიისა და მისი ეკონომიკური შედეგების” თაობაზე თემატური მოკვლევის ფარგლებში ონლაინ შეხვედრა გამართა, სადაც აღნიშნულ სფეროში მომუშავე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

კომიტეტმა თემატური მოკვლევა სამოქმედო გეგმის შესაბამისად, კოვიდ პანდემიის პერიოდში და მის შემდგომ ტურიზმის აღდგენითი გეგმის მხარდასაჭერად, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო.  მოკვლევის ტექნიკური პირობები და კითხვარი  დაინტერესებულ ორგანიზაციებს დაეგზავნათ, რომლებმაც დღეს ინფორმაციები და  საკუთარი მოსაზრებები გააცნეს კომიტეტის წევრებს. შეხვედრაზე ისაუბრეს ტურიზმის სფეროსა და ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. ასევე იმ ღონისძიებებზე, რაც უნდა განხორციელდეს კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში დარგის განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის.

შეხვედრაში,  მონაწილეობდნენ საქართველოს საბანკო ასოციაციის, ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის, შპს ემ თი ეი-ს (ყოფილი მთის კურორტების განვითარების კომპანია) და საქართველოს პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) წარმომადგენლები.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ყველა ის საკითხი, რომელიც აღნიშნული იყო თითოეული მონაწილის ანგარიშში, აისახება კომიტეტის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომლებიც მოკვლევის დასრულების შემდეგ ასევე დაეგზავნებათ დაინტერესებულ მხარეებს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …