დამატებით 15 მლნ ადოლარამდე ინვესტიცია ენერგეტიკაში

საქართველოში მზისა და ჰიდრო ელექტროსადგურების მშენებლობა იგეგმება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მთავრობამ გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოში მზისა და ჰიდრო ელექტროსადგურების შექმნას ითვალისწინებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დაგეგმილია შიდა ქართლში, ხოლო ოთხი ჰიდროელექტროსადგურის –  ქვემო ქართლის რეგიონში.

ჯამურად, ხუთივე სადგურის შესაქმნელად, გათვალისწინებულია 15 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიცია.

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს, მის …