დავით ფერაძე: გავანახევრეთ პროცენტი, საქართველოს რკინიგზა წელიწადში $20 მლნ-ს დაზოგავს

თბილისი (BPI) – საქართველოს ისტორიაში პირველად, სატრანსპორტო კომპანიამ, კერძოდ საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაცია გამოუშვა, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეფინანსირების შედეგად, კომპანიამ საპროცენტო სარგებელი 7,75%-ის ნაცვლად განვახორციელა 4%-ში, შედეგად კი კომპანია დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ნაცვლად, წელიწადში 20 მილიონ დოლარს გადაიხდის.

“დაზოგილი თანხა კი რა თქმა უნდა, კომპანიის განვითარებას მოხმარდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის გუნდს და ტრანზაქციაში ჩართულ ყველა პარტნიორს,“ – განაცხადა დავით ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მწვანე ობლიგაციები 10 ივნისს განათავსა. ტრანზაქციაში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ADB (აზიის განვითარების ბანკი), EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), JP morgan, Citi და Renaissance Capital იყვნენ ჩართულნი. ADB-მ და EBRD-მ ტრანზაქციაში ინვესტორების როლი შეასრულეს. ტრანზაქციას იურიდიულ მხარდაჭერას საერთაშორისო დონეზე Dechert და Linklaters (ლონდონი), ხოლო საქართველოში MG LAW და BLC უწევდნენ. ადგილობრივი კომპანიებიდან კი საქართველოს რკინიგზის ფასიანი ქაღალდების მფლობელები თიბისი კაპიტალი და Galt&Taggart გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციაში საკმაოდ მაღალი იყო ინვესტორების ინტერესი.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …