დავით ნარმანია ღონისძიება”Fusion Solar Day Georgia”-ზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ღონისძიებაზე – Fusion Solar Day Georgia სიტყვით წარდგა და განახლებადი ენერგიების განვითარების აუცილებლობასა და საქართველოში მზის ენერგიის პოტენციალზე ისაუბრა. ღონისძიებას ესწრებოდა სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი.
პანელურ დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა მზის ენერგიის გამოყენებას საქართველოში, მონაწილეობა მიიღო სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, თორნიკე აფრიაშვილმა.  ღონისძიება გაიმართა ჰუავეისა და ფოტომეიტის ორგანიზებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და კერძო უწყებების წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებმა.
როგორც ღონისძიების ავტორები აცხადებენ, Huawei და Photomate მზად არიან იმუშაონ მომხმარებლებთან და პარტნიორებთან საქართველოში, ხელი შეუწყონ ენერგიის ტრანსფორმაციას და გააძლიერონ ათასობით ინდუსტრია ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მისაღწევად უკეთესი, მწვანე მომავლის ასაშენებლად.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე 456 ათას ლარზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი …