დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მელიორაციის სექტორში ტარიფების რეფორმის მიმდინარეობის შეფასებას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მელიორაციის სექტორში არსებული გამოწვევები, რომელთა გადაჭრა ხელს შეუწყობს ეფექტიან რეგულირებას. დავით ნარმანიამ დადებითად შეაფასა მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა რეფორმის პროცესში.
სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …