დავით ნარმანიამ ლიეტუვაში უცხოელ კოლეგბს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი და პერსპექტივები გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ლიეტუვას რესპუბლიკის ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული საბჭოს მიწვევით, ქ. ვილნიუსში გამართულ ორმხრივ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
სემეკის თავმჯდომარემ უცხოელ კოლეგებს გააცნო საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესი და პერსპექტივები.
შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ლიბერალური ელექტროენერგეტიკული ბაზრის ტრანსფორმაციის, ტარიფების რეგულირების, ქსელთან მიერთებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსა და ლიეტუვის მაგალითებზე.
დავით ნარმანიასთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს და პრეზენტაციები წარადგინეს სემეკის წევრმა მაია მელიქიძემ, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ და ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა გივი სანიკიძემ.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …