საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მან მოდერატორობა გაუწია პანელურ სესიას, რომელიც განახლებადი ენერგიის მოხმარებასა და განვითარებას შეეხებოდა.
სემეკის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობაზე, სემეკის როლსა და რეგულაციებზე განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით. დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს პოტენციალი განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული მექანიზმები. იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა, ჯუბო ტურაშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ, კომპანია „ჰუავეის“ ენერგეტიკის ექსპერტმა, კარლოს ალვარეს ორტეგამ, კომპანია „შაინ ენერჯის“ დამფუძნებელმა ნინო გადელიამ, საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელმა, თორნიკე დარჯანიამ, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ.
თბილისისმდგრადიგანვითარებისრეგიონულიფორუმი (TBILISI RFSD) სახელწოდებით – „მშვიდობისროლიმდგრადსოციალურ-ეკონომიკურგანვითარებაში“ ქ. თბილისში, 5-6 ივნისსიმართება. ფორუმშიმონაწილეობენსაქართველოსმთავრობისწევრები, მუნიციპალიტეტებისწარმომადგენლები, ადგილობრივიდაუცხოელიექსპერტებისხვადასხვასფეროდან, ბიზნესსექტორის, აკადემიურიწრეებისადადიპლომატიურიკორპუსისწარმომადგენლები.