დავით ნარმანიამ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სტუდენტებისთვის ენერგეტიკის საკითხებზე საჯარო ლექცია წაიკითხა

სემეკის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სტუდენტებისთვის ენერგეტიკის საკითხებზე საჯარო ლექცია წაიკითხა. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სხვადასხვა თვითმმართველი უწყების წარმომადგენლები, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი პირები.
დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის ფუნქციებსა და როლზე, მიმოიხილა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მდგომარეობა. სემეკის თავმჯდომარემ საჯარო ლექციის მსმენელებს გააცნო სემეკის მიერ დანერგილი გამარტივებული კომუნალური მომსახურებები და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრაქტიკა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგები, სემეკის შიდა მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიები.
„დაინტერესებულები ვართ, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ იცოდეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული სიახლეები, დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის საქმიანობა. აღნიშნული ინფორმაცია განსაკუთრებით ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო მოხელეებისათვის, ეთნიკური თუ ეროვნული უმცირესობებისათვის, მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის. სწორედ ამ მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უწყებებსა თუ ინსტიტუტებთან. დღევანდელი საჯარო ლექციაც ემსახურება მეტი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისათვის.
სემეკს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, სემეკის წარმომადგენლები გაუზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას სკოლის მსმენელებს, რაც ხელს შეუწყობს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე უფრო მეტი მოქალაქის ცნობიერების ამაღლებას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ
შეგახსენებთ, რომ დღეს  ​საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.

მემორანდუმის მიზანია ენერგეტიკის სფეროში ჟვანიას სკოლის მსმენელების, მათ შორის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისადა ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების, ცნობიერების ამაღლებისთვის სემეკის წარმომადგენლების მიერ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივად განახორციელებენ პროფესიულ, სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევითპროექტებს, უზრუნველყოფენ სხვადასხვა აკადემიური ღონისძიებების ორგანიზებასრაც ხელს შეუწყობს  თვითმმართველობის ინსტიტუტის გაძლიერებასა და ეთნიკური/ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …