დავით ნარმანიამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების სპეციალისტები დააჯილდოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დარგის სპეციალისტები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია სემეკის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა.
„ვაგრძელებთ ტრადიციას და ყოველწლიურად ვაჯილდოვებთ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების სპეციალისტებს, პირებს, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი დარგების განვითარებასა და წინსვლაში. მოხარული ვარ, რომ დიდია ასეთი პირების ჩამონათვალი. ნებისმიერი სფეროს განვითარება დიდწილად დამოკიდებულია პროფესიონალებზე, ადამიანებზე რომლებიც ქმნიან ინდივიდუალურ წარმატების ფორმულებს. თუმცა, ყველა ასეთ ფორმულას, ერთი საერთო აქვს – საქმისადმი სიყვარული, ერთგულება და თავდაუზოგავი შრომა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ჩემთვის, როგორც სემეკის თავმჯდომარისთვის და პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ყველა სპეციალისტი და პროფესიონალი დაფასებული იყოს, ხელი შეეწყოთ მათ საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების რეალიზებაში,“ – აღნიშნა დავით ნარმანიას სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცათ „საქართველოს გაზის კომპანიის“ წარმომადგენელს ლარისა მაისურაძეს, „თბილისი ენერჯის“ დირექტორს ტექნიკურ საკითხებში, გიგლა თამაზაშვილს, „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენელს გიორგი ჩხიკვაძეს, „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელს ენვერ ჩიჩუას, „თელასის“ წარმომადგენელს ბორის კოჟორიძეს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელს გურამ მახარაძეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებს – ავთანდილ როხვაძეს, თამილა ლურსმანაშვილს, უშანგი თარაშვილს. სპეციალური ჯილდო გადაეცა სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს, ზოია გურიელიძეს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …