დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ნარმანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის სახელმწიფო მართვისა და მენეჯმენტის საკითხებზე ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა ეროვნული თავდაცვის მნიშვნელობასა და კონკურენტუნარიანი ოფიცრების როლზე ქვეყნის უსაფრთხოებაში.

ლექციის ფარგლებში იუნკერები გაეცნენ სახელმწიფო მართვის ძირითად პრინციპებს, საჯარო და კერძო დაწესებულებების ფუნქციებსა და როლს  ქვეყნის განვითარებაში. გარდა ამისა, დავით ნარმანიამ დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკის სექტორის პერსპექტივებსა და ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სამხედრო დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი ოფიცრების მომზადებას უზრუნველყოფს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის მომსახურებების მიღება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, დღეიდან …