გურჯაანში ყოფილ პიონერთა ბანაკს ახალი სასტუმრო ჩაანაცვლებს

თბილისი (BPI) – გურჯაანში, სოფელ ზიარში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ყოფილი პიონერთა ბანაკი „ზიარი“, რომელიც წლების განმავლობაში თითქმის სრულად ამორტიზირდა, ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.

კურორტი ზღვის დონიდან 850 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებით და უნიკალური მიკროკლიმატით.

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა სასტუმრო-კომპლექსის მოსაწყობად 4 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს და არანაკლებ 30 ნომრიანი სასტუმრო ააშენოს.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …