გუდიაშვილის რეაბილიტაცია 2020 წლის შემოდგომისთვის დასრულდება

თბილისი (BPI) – გუდიაშვილის მოედანზე რებილიტაცია კიდევ 12 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდება.

რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები კახა კალაძემ მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა.

მოედანზე სულ 26 შენობა-ნაგებობა რეაბილიტირდება, 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ქალაქის მერის თქმით, 14 შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ კიდევ დაემატა 12 შენობა-ნაგებობა. “საუბარი გვქონდა პრემიერ-მინისტრთან და არის თანხმობა დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოების დროს საინტერესო ნივთები იქნა აღმოჩენილი”, – განაცხადა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2020 წლის შემოდგომისთვის იგეგმება. სამუშაოებს „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს. ფონდმა პროექტი 2018 წლის გაზაფხულზე პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …