გუდაურში დეველოპერული კომპანია „რედკოს“ 7 ახალი აპარტ ოტელი გაიხსნა

გუდაურში დეველოპერული კომპანია „რედკოს“ 3 ახალი აპარტ ოტელი – Neo, Alpic და 4 Seasons Gudauri გაიხსნა. ახალი აპარტ ოტელები პროექტის – „ახალი გუდაურის“ ნაწილია და პრემიუმ კლასის 852 აპარტამენტს აერთიანებს.

კომპლექსის ჯამური ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს. პროქეტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტის არქიტექტურულ ნაწილზე უცხოელმა არქიტექტორებმა იმუშავეს. კომპლექსის ინფრასტრუქტურა ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ღია და დახურულ ავტოსადგომებს, რესტორნებსა და ბარებს აერთიანებს.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს 2022 წლის 31 იანვრამდე პროექტში – „ახალი გუდაური“ ბინის შეძენის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ იპოთეკურ სესხზე ლარში განსაკუთრებული პირობით ისარგებლონ:

· პირველი 6 თვის განმავლობაში – 0%,

· მომდევნო 24 თვე – ფიქსირებული 11.8%

· დარჩენილი პერიოდი რეფინანსირების განაკვეთს +3,9% (ეფექტური 13.84% დან)

„ახალი გუდაურის“ კიდევ ერთი მიმდინარე პროექტი საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო – Radisson Blu Gudauri-ია.

პროექტი „ახალი გუდაური“ ჯამში 26 აპარტ ოტელს და 5000 ნომერს მოიცავს. პროექტის დასრულების შემდეგ, ნომრების ციფრი 10 000-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 200 მილიონი ლარი, დასრულების ვადა კი – 2023 წელია.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …