გრიგოლეთში, ურეკსა და ფოთში აზარტული თამაშების განვითარების ხელშეწყობა იგეგმება

თბილისი (BPI) – მთავრობა გრიგოლეთში, ურეკსა და ფოთში აზარტული თამაშების განვითარების ხელშეუწყობას გეგმავს, – წერს BPN.

ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული აქვს და მისი განხილვა გაზაფხულზე იგეგმება. ინიციატივის თანახმად, ამ ტერიტორიებზე სამორინეს მოწყობის მოსაკრებელი შეღავათიანი იქნება. ამასთან, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდება ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა.

განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მოსაკრებლის შემცირებით/გათავისუფლებით მოგვარდება დასახელებულ ლოკაციებზე ადგილობრივი დასაქმების პრობლემა. გარდა ამისა, კანონპროექტი მიზნად ისახავს სასტუმრო ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული დამატებითი სერვისების (ისეთები როგორიც არის სამორინე) განვითარების ხელშეწყობას აღნიშნულ ტერიტორიებზე, როგორც ახალ აშენებული სასტუმროს, ასევე უკვე არსებული სასტუმროს გაფართოება/გადაიარაღების შემთხვევაში.

კანონპროექტის მიღება აუცილებელია აღნიშნულ რეგიონებში ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნითაც.

სათამაშო ბიზნესის სანებართვო მოსაკრებელი: სათამაშო აპარატზე 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე; სამორინეს მაგიდაზე მოსაკრებელი 5 000 000 ლარამდეა; აზარტული კლუბის მაგიდაზე 10 000 ლარიდან 50 000 ლარამდე; ტოტალიზატორზე – 30 000-დან 300 000 ლარამდე. რაც შეეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე მოსაკრებელს, მისი მოცულობა 250 000-დან 300 000 ლარამდეა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …