გორში საკალმახე მეურნეობა BOGG-ის მხარდაჭერით გაფართოვდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი კვლავ აგრძელებს რეგიონში ბიზნესების  მხარდაჭერას. ბანკის ჩართულობით, გორის სოფელ ბერბუკში, საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა. მეურნეობა 2011 წლიდან ოპერირებს, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კი მას სალიფსიტე და სამაცივრე მეურნეობები შეემატა. საკალმახე წარმოებული ლიფსიტის ნაწილს ზრდის საკუთარ  მეურნეობაში, ხოლო ნაწილს რეალიზაციას უკეთებს სხვა საკალმახეებში.  მეწარმე ასევე ახდენს თევზის წარმოებას და მას ყიდის სავაჭრო ქსელურ მარკეტებში. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი საკალმახის გაკეთება, საიდანაც მომხმარებელი შეძლებს  კალმახის, ზუთხისა და  კალმახის ხიზილალის შეძენას.

პროექტის ფარგლებში მეწარმემ ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობაც მოაწყო, რომელთა ტევადობა 60 ტონაზეა გათვლილი. ჯამში პროექტში ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 187 000 ლარს შეადგენს. დღესდღეობით ბიზნესში 5 ადამიანია დასაქმებული.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო გაფართოვდა. გორის სოფელ ბერბუკში კალმახის წარმოების ზრდა ხელს შეუწყობს როგორც საკალმახე მეურნეობის განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ ფინანსურ მხარდაჭერას, რათა ბიზნესები კიდევ უფრო განვითარდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …