გოგიტა თოდრაძემ STEP-ის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

30 ივნისს ევროსტატის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების პირველი რეგიონული პროექტის – STEP-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმრთა, ონლაინ რეჟიმში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბენეფიციარი ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბელორუსი) სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა, ევროსტატის, ევროკომისიის დირექტორატის (DG NEAR) ასევე, პროექტის კონსორციუმის წევრებმა და ეროვნულმა პასუხისმგებელმა პირებმა.
✅ სამწლიანი პროექტის მიზანს წარმოადგენდა აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატივის ფარგლებში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების განვითარების ხელშეწყობა.
✅ ღონისძიებაში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი სპიკერის რანგში მონაწილეობდა. პრეზენტაციისას გოგიტა თოდრაძემ ხაზი გაუსვა სტატისტიკის სფეროში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის მნიშვნელობას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტერგაციის გზაზე. მან ასევე აღნიშნა ევროკომისიის დირექტორატისა და ევროსტატის მხრიდან პარტნიორ ქვეყნებში, ოფიციალური სტატისტიკის სისტემის განვითარების ხელშეწყობა და დადებითად შეაფასა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები.
✅ საქსტატის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა პროექტის მენეჯმენტს, ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სისტემის კოორდინაციისა და სამართლებრივი ნორმების სრულყოფის საკითხებზე გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით.

შემთხვევითი სიახლე

როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი ლიფტი: 5 მთავარი წესი CLC-ის ინჟინრებისგან

როცა შენობას საცხოვრებლად ირჩევენ, ლიფტის ტექნიკურ მდგომარეობას უმეტესად ბოლოს ამოწმებენ, თუმცა სწორედ ეს დეტალი განსაზღვრავს …