30 ივნისს ევროსტატის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების პირველი რეგიონული პროექტის – STEP-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმრთა, ონლაინ რეჟიმში. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბენეფიციარი ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბელორუსი) სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა, ევროსტატის, ევროკომისიის დირექტორატის (DG NEAR) ასევე, პროექტის კონსორციუმის წევრებმა და ეროვნულმა პასუხისმგებელმა პირებმა.





