გლენბერს ქართული კენკრა ექსპორტზე აშშ-ში გააქვს

თბილისი (BPI) – ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში  თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა „გლენბერი“ აშშ-ში ქართული კენკრის ექსპორტს ზრდის.

წელს პირველად, კომპანიამ 100 ტონა სხვადასხვა სახის კენკროვანი ხილის ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში განახორციელა; მომავალ წელს რაოდენობის 3-ჯერ გაზრდა იგეგმება. კომპანია მზად არის პირველადი პროდუქცია ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბაროს და წარმოება გაზარდოს.
კომპანია სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში 2018 წელს შეიქმნა. საწარმოში 5 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600 000 ლარი გრანტია, დანარჩენი ბენეფიციარის ინვესტიცია.

სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, სამაცივრო კომპლექსს გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურა აქვს, სადაც, უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, 24 საათში, 10 ტონა ხილ-ბოსტნეულის გადამუშავებაა შესაძლებელი. სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 60 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი, 140-მდე.

კომპანიაში დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22 000. პროდუქციის რეალიზაცია დაგეგმილია საექსპორტო ბაზარზე.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …