“გირჩი” აუქციონზე სხვადასხვა ნივთს გაყიდის

თბილისი (BPI) – პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” აქუციონს მოაწყობს და გასაყიდად “გირჩის” ცხოვრება მოღვაწეობიდან სხვადასხვა ისტორიულ ნივთს გაყიდის.

პარტიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია ჩამონათვალი თუ რა ნივთები გაიყიდება აუქციონზე, მათ შორისაა “ზურაბ ჯაფარიძის (და არა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის) პირადობის მოწმობა; მელნის ბოთლი, რომლიდან ჩამოსხმული მელნითაც იკურთხა მღვდელმსახურად ათასობით თავისუფალი ადამიანი; მასხარას ჩაჩი, რომელსაც საკუთარი ნებით იხურავდა თავზე ყველაზე უგვანო ხუმრობის ავტორი და ა.შ.” 

აუქციონზე დასწრება თავისუფალია და გაიმართება კვირას, 10 თებერვლის 15:00 საათიდან ოფისი იქნება ღია ყველა მსურველისთვის, ვისაც ენდომება შეიძინოს “გირჩის” ნივთები.

აუქციონს “გირჩი” ოფისის ცვლილებასთან დაკავშირებით მართავს. განცხადებაში მითიტებულია, რომ პარტია ირაკლი გამრეკელის ქუჩიდან გადადის ბესიკის ქუჩაზე. “ასე მოითხოვა საქმემ… ვინც ჩვენს ჯერ კიდევ ახლანდელ ოფისში ყოფილხართ, გეხსომებათ, რა მხიარული ყრილობა, ფლიმარკეტი და ბევრი ასეთი ღონისძიება ჩავატარეთ აქ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ წასვლის წინ კიდევ ერთხელ გავერთოთ და გავმართოთ გამოსამშვიდობებელი აუქციონი”, – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …