გიორგი პერტაია: WB-მა დაადასტურა, რომ საქართველოსა და ახალ ზელანდიაში ბიზნესის დაწყება ყველაზე სწრაფი და მარტივია 

თბილისი (BPI) – მსოფლიო ბანკის Doing Business 2020 – ის რეიტინგით საქართველო ინარჩუნებს ადგილს საუკეთესო 10 ქვეყანას შორის, რაც ძალიან კარგია. ჩვენ მოგვენიჭა მაქსიმალური ქულა და თითქმის ყველა ინდიკატორში გვაქვს ზრდა, – განაცხადა საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ მსოფლიო ბანკის ავტორიტეტული რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე საუბრისას.

„რაც შეეხება ბიზნესის დაწყებას, ეს ქართულ ბრენდად ჩამოყალიბდა. მსოფლიოში ყველამ იცის, რომ ამ ინდიკატორით ჩვენ პირველები ვართ. მსოფლიო ბანკმა წელსაც დაადასტურა, რომ საქართველოსა და ახალი ზელანდიის სახით, მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც ბიზნესის დაწყება ყველაზე სწრაფი და მარტივია“, – განაცხადა გიორგი პერტაიამ.

სავაჭრო – სამრეწველო პალატის პრეზიდენტის განცხადებით, მსგავსი კვლევები მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოში ინვესტორთა უმეტესობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ ითვალისწინებს. ამდენად, როდესაც ინვესტორი ნახავს, რომ საქართველო დანიასთან ერთად ევროპაში პირველია ბიზნესის კეთების სიმარტივით, მეტ ინფორმაციას მოიძიებს საქართველოს შესახებ და დიდი ალბათობით არჩევანს სწორედ ჩვენს ქვეყანაზე გააკეთებს. „ყველაფერი იწყება ინტერესიდან და ცნობადობიდან. ჩვენს ქვეყანას ცნობადობის ამაღლება აუცილებლად სჭირდება, შესაბამისად, ასეთი ტიპის რეიტინგები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა მან.

გიორგი პერტაიამ ასევე მიმოიხილა რეგიონში არსებული ვითარება და განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის რეიტინგის თანახმად, პოზიცია გაუმჯობესდა აზერბაიჯანშიც. მათ შორის, აზერბაიჯანი პირველად მოხვდა ტოპ-რეფორმატორების სიაში და 34 ადგილი დაიკავა.

„ჩვენი მიზანია, გავხდეთ ჰაბი რეგიონში. ის გარემოება, რომ ჩვენი მეზობლებიც ამარტივებენ ბიზნეს-პროცედურებს, თუნდაც საზღვარზე ტვირთებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, გააუმჯობესებს მთლიანად რეგიონს, ეს უფრო მეტ ინვესტორს მოიზიდავს საქართველოში და დაესხმარება საქართველოს ჰაბად ჩამოყალიბების პროცესში,“ – განაცხადა სავაჭრო – სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …