გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მეორედ აირჩიეს

თბილისი (BPI) – საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მეორედ აირჩიეს.

ევროპალატა ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებაა ევროკავშირში, ფარავს 43 ევროპულ ქვეყანას, აერთიანებს 45 წევრ ასოციაციასა და 20 მლნ ბიზნეს. ასევე 1700 რეიონალურ და ადგილობრ სავაჭრო პალატას. საქართველოს სავაჭრო პალატა ევროპალატის წევრი 2000 წელს გახდა და როგორც არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა აფილირებული წევრის სტატუსით სარგებლობს.

“ევროპალატა ევროკავშირში მთავარი ბიზნეს გაერთიანებაა და ბიზნესის ინტერესების დამცველი, შესაბამისად საქართველოს სავაჭრო პალატის ძლიერი პოზიციები ნიშნავს ქართული ბიზნესის ძლიერ პოზიციებს ევროკავშირში,” – განაცხადა გიორგი პერტაია.

მისივე თქმით, ბიზნესის მხრდამჭერი პროექტების ხელშეწყობის, დაფინანსებისა და ადვოკატირების მიმართულებით საქართველოს სავაჭრო პალატა აქტიურად თანამშრომლობს როგორც ევროპალატასთან, ასევე ევროპალატის წევრ სხვა პალატებთან.

“მსოფლიო პანდემიის ფონზე, პალატებმა შეიძინეს განსაკუთრებული როლი, ვინაიდან მიმოსვლები ნაკლებია, ევრო პალატა არის სწორედ ის პლატფორმა, რომლის საშუალებით უფრო ხშირი გახდა პალატის ექსპორტის წახალისების შესაძლებლობების გამოყენება’’-აცხადებს პერტაია.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …