გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს

5 სექტემბერს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია, ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს.

ევროპალატა (Eurochambres) დაარსდა 1958 წელს და წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას ევროკავშირში. მასში გაწევრიანებულია 45 პალატა, მათ შორის ევროპული და ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების ნაციონალური პალატები. წევრი პალატების ხაზით ევროპალატა ფარავს: 1700 რეგიონალურ პალატას და 20 მილიონ კომპანიას. მათგან 93 % მცირე და საშუალო საწარმოებია.

რეგულარული კონსულტაციების საფუძველზე, ევროპალატა წარმოადგენს ბიზნესის ინტერესებს ევროპულ ინსტიტუტებში. ევროპალატა მართავს და ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რომელთა ბენეფიციარები არიან როგორც პალატები, ისე ბიზნეს საზოგადოება. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული უმეტესი პროექტების მიზანია  საქმიანი ურთიერთობების მხარდაჭერა ევროკავშირსა და მესამე ქვეყნებს შორის და მეწარმეობის ხელშეწყობა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა არის ევროპალატის წევრი 2000 წლიდან და როგორც არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა სარგებლობს აფილირებული წევრის სტატუსით.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …