გიორგი პერტაია ბაქოში, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმში მონაწილეობს

 

დღეს, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ეკონომიკური მინისტერიალის ფარგლებში,  ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნესფორუმი იმართება.

ფორუმში 21 ქართული კომპანია მონაწილებს,რომელთა შემადგენლობაში არიან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები, მშენებლობისა და IT სექტორები, ვაჭრობისა და ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობისა და საკონსულტაციო სექტორების წარმომადგენლები.  ასევე,  მსხვილი ბიზნეს ასოციაცები.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სავაჭრო პალატის  პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, მიქაილ ჯაბაროვმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა, მეჰმეთ მუსიმ.

გიორგი პერტაიამ  სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა სამმხრივი ეკონომიკური ფორმატის მნიშვნელობას, როგორც რეგიონალურ მექანიზმს, რომელიც იძლევა თანამშრომლობის შესაძლებლობას რიგ საკითხებთან მიმართებით. ,,მსგავსი ფორმატის თანამშრომლობა დაეხმარება ბიზნესებს, განახორციელონ ერთობლივი პროექტები, რაც  ხელს შეუწყობს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას’’-განაცხადა სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად ახლაც მოხერხდა მისი მაღალ დონეზე ორგანიზება და ჩატარება, რისთვისაც მან აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა.

„სამმხრივი ბიზნესფორუმი ის ღონისძიებაა, რომელიც ნამდვილად მოწმობს, რომ ამ სამმა ქვეყანამ შევძელით კერძო სექტორთან ერთად გაგვეძლო პანდემიის ურთულესი და კომპლექსური გამოწვევისთვის და აქცენტი გადაგვეტანა მომავალზე, რათა უფრო მეტად გავაღრმავოთ და გავააქტიუროთ ჩვენი ბიზნეს-კავშირები“ – განაცხადა ნათია თურნავამ

ფორუმში მონაწილეობს ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი სამივე ქვეყნიდან.   ვიზიტის ფარგლებში  იმართება ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები, სადაც ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ განიხილონ აზერბაიჯანულ და თურქ ბიზნესებთან პოტენციური პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სუმგაითის ქიმიური ტექნოლოგიური პარკისა და ალათის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მონახულება.

ფორუმი აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს (AZPROMO), საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) ორგანიზებით იმართება.

ფორუმის ფარგლებში გაფორმდა თანამშრომლობისა და ურთირეთგაგების მემორანდუმი საქართველოს სავაჭრო პალატას, აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტოსა და აზერბაიჯანის სავაჭრო-სამრეწევლო პალატას შორის.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …