გიორგი პერტაიამ ესტონელ ბიზნესმენებს მთავრობის ახალი საინვესტიციო პროგრამა გააცნო

თბილისი (BPI) – საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ ბიზნეს სემინარში “საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობა: ინვესტიციები და სავაჭრო შესაძლებლობები”.

გიორგი პერტაიამ უცხოელ ბიზნესმენებს ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ ესტონელები საქართველოში ბიზნესის კეთების კუთხით ძალიან აქტიურები არიან და ინვესტიციებს წლებია ახორციელებენ.

“არის ძალიან კარგი პროექტები ჰიდროელექტროსადგურების მიმართულებით და ასევე, დეველოპმენტის კუთხით. გვსურს, უფრო მეტი ინვესტორი მოვიწვიოთ და ვმუშაობთ აქტიურად ამისთვის. ამჯერად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ბიზნესთან, რომ ინვესტიცია ჩაიდოს სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც. პანდემიის მიუხედავდ, ინვესტორები ინტერესს არ კარგავენ და აქვთ სურვილი საქართველოში ფულის ჩადების“, – განაცხადა გიორგი პერტაიამ.

შეხვედრისას, სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა და სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა პოტენციურ ინვესტორებს მთავრობის ახალი საინვესტიციო პროგრამა წარუდგინეს და საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათები გააცნეს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …