გიორგი პერტაიამ ბრიუსელში, ევროპალატის გაფართოებისა და სამეზობლო კომიტეტის შეხევდრას უხელმძღვანელა

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ ბრიუსელში, ევროპალატის გაფართოებისა და სამეზობლო კომიტეტის შეხევდრას უხელმძღვანელა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიებები. კერძოდ, დონორთა მიერ განხორციელებული აქტივობები ქვეყნის გაჯანსაღებისა და რეკონსტრუქციის მიმართულებით.
მხარეებმა ასევე განიხილეს, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივები და ევროპალატის წევრი სავაჭრო პალატების წვლილი თურქეთ-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში.
იორგი პერტაიამ თავის გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობას. ამასთან, მან აღნიშნა საქართველოს ეკონომიკური წარმატება და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნის პროგრესი სტრუქტურული რეფორმების კუთხით.
პალატის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, საქართველო ევროკავშირთან აღებული ვალდებულების შესრულების შედეგად, წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
გიორგი პერტაიამ, ევროპალატის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა, მათ შორის „EU4Business: Connecting Companies“-ზე.
მან ყურადღება გაამახვილა ევროპალატის როლზე და ხაზი გაუსვა პალტფორმის მნიშვნელობას წევრ სავაჭრო პალატების, კერძო სექტორისა და ევროპულ ინსტიტუტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დამყარების კუთხით

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …