გიორგი კეპულაძე: მნიშვნელოვანია პენსიების დარიგების საკითხი პენსიონერთა ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდეს

„საპენსიო ტენდერის დაშლის საკითხით პოლიტიკოსების დაინტერესება  უფრო პოპულისტური თემაა. თუ მთავრობა წინასაარჩევნოდ ეცდება, რომ ეს პოლიტიკური თემა გადაწყვიტოს, ისე, როგორც მისთვის პოლიტიკურად იქნება მომგებიანი, ამით ალბათ მხოლოდ პოლიტიკოსები მოიგებენ, თუმცა პენსიონერები შეიძლება დაზარალდნენ“,- ამის შესახებ  “საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,   მნიშვნელოვანია, რომ თავად პენსიების დარიგების საკითხი გააზრებულად გადაწყდეს – როგორც პენსიონერების ინტერესის, ისე სახელმწიფოს ინტერესის გათვალისწინებით.

“წლების განმავლობაში “ლიბერთი” იყო ერთადერთი ბანკი, რომელიც აკმაყოფილებდა სახელმწიფოს მიერ წაყენებულ პირობებს, რომ ყველა პენსიონერმა შეუფერხებლად მიიღოს კუთვნილი პენსია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არის ორი უფრო დიდი კომერციული ბანკი, მათ არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა – ფილიალები და სპეციალური სერვისცენტრები, რომ ყველა პენსიონერს მოემსახურონ. კერძოდ, მათ, ვისაც არ შეუძლია რაიონულ ცენტრში არსებულ ფილიალებში ჩასვლა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადგილზე მიუტანოს პენსია. დაახლოებით, 200,000-მდე პენსიონერი, ანუ თითქმის ერთი მეოთხედი ჯამურად პენსიონერებისა, ცხოვრობს ისეთ სოფლებში, სადაც არც ერთი ბანკის ფილიალი და ბანკომატი არ არის. ამ ადამიანების საპენსიო უზრუნველყოფას დამატებითი ხარჯები სჭირდება, კომერციული ბანკის მხრიდან“,- აღნიშნა გიორგი კეპულაძე.

 

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …