გიორგი აბაშიშვილი: ბიუროკრატია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა

თბილისი (BPI) – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი და გადაცემა ბიზნესპარტნიორის თანაწამყვანი გიორგი აბაშიშვილი ქვეყანაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ბიუროკრატიული დანახარჯების შემცირებას მიიჩნევს.

გიორგი აბაშიშვილი განმარტავს, რომ 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდებოდა, კერძო სექტორში კი რაოდენობა შემცირებულია.

ილიაუნის ბიზნეს სკოლაში ჩატარებული კვლევის შედეგებით, 2014-2018 წლის პერიოდში, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 41 000-ით გაიზარდა, კერძოში კი დასაქმებულთა რაოდენობა ზუსტად ამდენივეთი არის შემცირებული.

ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით, აბაშიშვილი აცხადებს, რომ ბიუროკრატიის შემცირება კვლავ გამოწვევაა და საჭიროა დამატებითი კვლევის ჩატარება მიზეზების დასადგენად.

ამავდროულად აბაშიშვილი საუბრობს ქვეყნის განვითარების 2020 წლის სტრატეგიაზე და აცხადებს, რომ ქვეყნის ინკლუზიური განვითარება ვერ მიიღწევა ასეთ პირობებში, სადაც კერძო სექტორში დასაქმებულტა რაოდენობა მცირდება და საჯაროში იზრდება.

თანაც აღნიშნავს, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობა სოფლად მცხოვრები მოსახლეობაა. “სოფლის მეურნეობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-მდე ქმნის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანი დასაქმებულად ითვლება თუ აქვს მიწის ნაკვეთი ან ყავს პირუტყვი და მიღებულ პროდუქციას იყენებს საკუთარი მოხმარების ან რეალიზაციისთვის,” – აცხადებს აბაშიშვილი.

ტენდენციის მიზეზს აბაშიშვილი იმით ხსნის, რომ კერძო სექტორი თუნდაც დაბალანაზღაურებად სახელმწიფო სექტორს ვერ უწევს კონკურენციას.

მნიშვნელოვანია ამ საკითხის შრომის კანონმდებლობის კუთხით ცვლილებების ჭრილში განხილვაც.

“შესაძლებელია შრომის კოდექსში სხვადასხვა ტიპის რეგულაციები შევიდეს, რომელიც უფრო გაართულებს სიტუაციას კერძო სექტორში დასაქმების თვალსაზრისით”, – ამბობს აბაშიშვილი და განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია წინასწარ მოხდეს ყველა საკითხის წინასწარ გათვლა, რომ ჯერ არ შევცვალოთ და მერე არ ვიფიქროთ გაფუჭებულის გამოსწორებაზე.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …