გიმფას (GIMPHA) მე-8 საერთაშორისო კონფერენცია კავკასიის მედიცინის ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა

3 ივნისს თბილისში საერთაშირისო სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის (GIMPHA) და კავკასიის მედიცინის ცენტრის თანამშრომლობით გაიმართა.

 

კონფერენცია მიზნად ისახავდა მსოფლიოს უახლესი სამედიცინო მიღწევების განხილვას, რთული შემთხვევების იდენტიფიცირებას და ინოვაციების გაცნობას. კონფერენციას ესწრებოდნენ ექიმები როგორც საქართველოდან, ასევე – საფრანგეთიდან, სერბეთიდან, ისრაელიდან, ჰოლანდიიდან და უკრაინიდან.
გიმფას რიგით მე-8 კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა 4 პარალელური სესია, მათ შორის 3 თემატური სესია კავკასიის მედიცინის ცენტრის წამყვანმა ექსპერტებმა წარადგინეს:

  • ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ერთობლივი სესია კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვლადიმერ წიქარიშვილისა და პროფესორ ზაზა ქაცარავას თავმჯდომარეობით;
  • ონკოლოგიაში პერსონალიზებული მედიცინის სესია ნიდერლანდებში მოღვაწე წამყვანი პათოლოგ-ანატომის, პროფესორ ალექსი ბაიდოშვილის, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ივანე კილაძისა და პროფესორ ირაკლი კოხრეიძის თავმჯდომარეობით;
  • კარდიოვასკულური ქირურგიის დღევანდელი გამოწვევების სესია;
  • ინფექციური დაავადებების სესია;

საერთაშორისო კონფერენცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციაში (GIMPHA) გაერთიანებული უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ინიციატივით გაიმართა

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …