გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა – ირაკლი ღარიბაშვილი 

ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა. მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში, ამის შესახებ საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით ბიზნესს შესაბამისი შეთავაზებათა პაკეტი მომავალ კვირს წარედგინება.

„ჩვენ გვჭირდება ენერგეტიკის სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა. მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ტემპები და ავაშენოთ რაც შეიძლება მეტი ჰესი საქართველოში. იქნება ეს მცირე, საშუალო თუ დიდი ჰესები ამის თაობაზე მე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მივეცი დავალება. ჩვენ რამდენიმე დღეში შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ მოდელს და ვფიქრობ, რომ მომავალ კვირაში მექნება საშულება, რომ ეს შეთავაზება გავუკეთო ბიზნესს, იმისთვის, რომ ამით ხელი შეეწყოს დარგში გენერაციის ობიექტების მშენებლობას. წლიდან წლამდე გვეზრდება ჩვენ ელექტროენერგიის მოთხოვნა. მოხმარება იზრდება, ამ დროს გენერაცია მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოთხოვნას და მოხმარებას, რაც ძალიან იდი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანას და ზოგადად, ენერგოუსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობას. ამ მიმართულებით მომავალ კვირს გვექნება პრეზენტაცია და წარვუდგენთ ბიზნესს ამ შეთავაზებათა პაკეტს“, – განცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …