გვიშტიბში დევნილთა სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

თბილისი (BPI) – მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში დევნილთა საცხოვრებელი 8 სახლის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 32.5 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 560  დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი.

პროექტი თვალისწინებს საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.  დამონტაჟდება გარე განათება,  ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი.  თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი,  პანდუსები,   გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ფონდი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც ახორციელებს.  2019-2020 წლებში მუნიციპალური განვთარების ფონდი 135 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს დევნილთა სახცოვრებელი სახლების მშენებლობაზე. ჯამში პროგრამის ფარგლებში 2440 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა ფონდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …