გვენეტაძე საპარლამენტო განხილვას მალევე დათანხმდა

თბილისი (BPI) – “აქ დარჩებით იქამდე, ვიდრე ყველა კითხვას პასუხს არ გასცემთ”, – ოპოზიციამ სებ-ის არგუმენტები თიბისის საქმის განხილვაზე და რეგულაციების შეფასების 2 თვით გადავადებაზე, არასაკმარისად მიიჩნია.

“ მე ვზრუნავ ბანკზე, ვზრუნავ საფინანსო სექტორზე”, – თიბისის საქმის გასაჯაროების გადაწყვეტილებით  სებ-ის პრეზიდენტმა თავის თავზე აიღო რეპუტაციული რისკი.

სებ-ის პრეზიდენტმა ამაზე საპარლამენტო კომიტეტზე განაცხადა, სადაც მაინც მივიდა. მისი თქმით საკითხის საპარლამენტო განხილვა ერთგვარი გავლენის მოხდენის მცვდელობაა და  საერთაშორისო პრაქტიკაში მსგავსი დავის ასე გადაწყვეტის პრაქტიკა არ არსებობს.

აღნიშნა, რომ  დავებისთვის არსებობს სასამართლო. სებ-თან კი ბანკი აღარ დაობს.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …