გვენეტაძემ თიბისისთვის გაგზავნილი წერილი წარადგინა

თბილისი (BPI) – „ბანკის დამფუძნებელი ადმინისტრატორების ბიზნესებთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტის გამო ბოლო წლებში ეროვნულ ბანკს არაერთხელ მოუწია ზომების მიღება, თუმცა, არ ვსაუბრობთ”, – კობა გვენეტაძემ ინტერესთა კონფლიქტის 7-8-წლიან პერიოდზე განაცხადა

გაფრთხილება – სებ-ის პრეზიდენტი:, „2018 წლის 22 თებერვალს, $ 17 მლნ-იანი ამბის გახმაურებამდე თიბისი ბანკს გავუგზავნეთ ოფიციალური წერილი:

  • „…სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ აღმასრულებელი და საზედამხედველო ფუნქციების შეთავსება ქმნის ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობისა და უფლებამოსილების გადაჭარბებული კონცენტრაციის შესაძლებლობას. აღნიშნულს ხაზს უსვამს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ანაზღაურებაც, რაც დასაბუთებულია მათი საკვანძო როლით (crucial role), მათ შორის აღმასრულებელი ფუნქციების შეთავსებით. აღნიშნული საფრთხეს უქმნის საბჭოს მიერ მასზე დაკისრებული საზედამხედველო როლის ეფექტიან შესრულებას.
  • ბანკისათვის პოტენციური ზარალის რისკებს ქმნის დამფუძნებელი აქციონერების მხრიდან ბანკის საკუთარი ბიზნეს ინტერესებისათვის შესაძლო გამოყენება. სხვადასხვა დროს ირღვეოდა „ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებით“ განსაზღვრული მოთხოვნები ბანკის აქციონერებთან დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციების განხორციელებისას. ასევე, შეინიშნება ხარვეზები სხვა დაკავშირებული მხარეების დაკრედიტებისა და ზოგადად ინტერესთა კონფლიქტის სათანადოდ მართვის პროცესში. აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით ჩართულობას სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრების მხრიდან.“  – აღნიშნული წერილი გვენეტაძემ დეპუტატებს სესიაზე გააცნო

აქციონერებმა 2008 წელს რისკის ქვეშ დააყენეს თიბისი ბანკის დეპოზიტარები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაც და საფინანსო სექტორიც მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე იყო:  „ტრანზაქციების ანალიზმა, რომლითაც ბანკის მსხვილმა აქციონერებმა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევებით კომპანიების „სამგორი M”და „სამგორი თრეიდი” გამოყენებით ბანკიდან 17 მილიონ დოლარამდე თანხა ისესხეს, დაადასტურა, რომ ეროვნული ბანკის ეჭვები საფუძვლიანი იყო. ამ ტრანზაქციებით აქციონერებმა 2008 წელს რისკის ქვეშ დააყენეს თიბისი ბანკის დეპოზიტარები, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაც და საფინანსო სექტორიც მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე იყო“

კობა გვენეტაძე: „ეროვნული ბანკის მანდატით და საუკეთესო პრაქტიკით, ჩვენ ვალდებული ვიყავით შეგვესწავლა არსებული ფაქტები და გამოვლენილ დარღვევაზე თვალს ვერ დავხუჭავდით


ეროვნული ბანკის საზედამხედველო გადაწყვეტილებები გასაჩივრებას ექვემდებარება. „ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე – აღნიშნა კობა გვენეტაძემ, რადგან, მისივე თქმით,  არავის მოსწონს როდესაც მის მიმართ სანქციას იყენებენ. „თუმცა, გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხს დეტალურად ვსწავლობთ და მე არ მახსოვს, რომ ეროვნულ ბანკს წაეგოს რომელიმე სასამართლო პროცესი, რომელიც ჩვენს საზედამხედველო ზომას შეეხებოდა. მაგრამ, ვიმეორებ, რომ გასაჩივრება ნორმალური მოვლენაა და თუ ჩვენი ზედამხედველობის რომელიმე  სუბიექტი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მე თავად ვეუბნები მას რომ სასამართლოში გვიჩივლოს. ერთ-ერთი შეხვედრისას ნამდვილად ვუთხარი ბატონ ხაზარაძეს, რომ არსებული კანონმდებლობით, ეროვნული ბანკის მანდატით და საუკეთესო პრაქტიკით, ჩვენ ვალდებული ვიყავით შეგვესწავლა არსებული ფაქტები და გამოვლენილ დარღვევაზე თვალს ვერ დავხუჭავდით. ამასთანავე, მე ჩვენი გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობაში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ თუ ის სხვანაირად ფიქრობდა, შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა. ბატონმა მამუკამ და ბატონმა ბადრიმ საჯაროდაც განაცხადეს, რომ ისინი, როგორც ფიზიკური პირები, გააგრძელებენ სამართლებრივ დავას ეროვნული ბანკის მიმართ და ალბათ არავის ეპარება ეჭვი, რომ თავიანთი ინტერესების დასაცავად მათ საკმარისი რესურსი გააჩნიათ. თუმცა, ეროვნული ბანკის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობა, მათ შორის, საქმის ძირითადი არსის გადაფარვის მცდელობითა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, არანორმალური პროცესია“ – განაცხდა ეროვნული ბანკის პრეზიენტმა

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …