“გვაქვს პოტენციალი, რომ უფრო დიდი მოცულობით ჭარბი ენერგია გავიტანოთ ექსპორტზე” – დავით ნარმანია

“გვაქვს პოტენციალი, რომ უფრო დიდი მოცულობით ჭარბი ენერგია გავიტანოთ ექსპორტზე” – ამის შესახებ დავით ნარმანიამ “საქმიანი დილის” ეთერში დიდი ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა. როგორც სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, არსებული მოდელი, რომელიც დიდი ჰესების თანამონაწილეობას გულისხმობს უალტერნატივოა და ხელს შეუწყობს რისკების მინიმუმამდე დაყვანას.

“საქართველოს აქვს პოტენციალი ჭარბი ენერგია კიდევ უფრო დიდი მოცულობით გაიტანოს მეზობელ ქვეყნებში. ამასთან უნდა აღვნიშნოთ შავი ზღვის პროექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ელექტროენერგია არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებს მივაწოდოთ, არამედ ევროპის ქვეყნებშიც გავიტანოთ ექსპორტზე. აქედან გამომდინარე, მსხვილი ჰესების მშენებლობა არის უალტერნატივო და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ხელისუფლება იყოს წილობრივ მონაწილეობაში მშენებლობის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი. არსებული მოდელი, რომელიც გულისხმობს საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობას, ფაქტიბრივად, პასუხობს იმ კითხვებსა და პროტესტს რაც მსხვილი ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე მხარეების მხრიდან ისმოდა. ვფიქრობ, რომ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გაგვაჩნია, სახელმწიფოს თანამონაწილეობა არის უალტერნატივო და აუცილებელი”. – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

აქვე შეგახსენებთ, რომ მთავრობის განცხადებით ქვეყანაში დიდი ჰესები სახელმწიფომ უნდა ააშენოს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დიდი ჰესები – ნამახვანი, ნესკრა, ჰუდონი მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს, „რომ ეს ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს იყოს და არა კერძო ინვესტორების“.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …