გეფერინის ჩანთები ქუვეითშიც გაიყიდება

თბილისი (BPI) – ქართული კომპანია “გეფერინის” ჩანთები ქუვეითში გავა ექსპორტზე. კომპანიამ ქუვეითურ A&M Company-თან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

A&M Company ქუვეითში ერთ-ერთი უმსხვილესია, რომელიც ტყავის იმპორტირებულ პროდუქციას ქვეყნის მასშტაბით ყიდის.

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კომპანია ,,გეფერინმა“ საერთაშორისო კომპანიასთან ბიზნესკავშირები ჰონგ-კონგის ყოველწლიურ გამოფენაზე APLF დაამყარა.

გამოფენაში მონაწილეობით, ქართულმა კომპანიამ მეორე წარმატებული საექსპორტო ხელშეკრულება გააფორმა. 2018 წელს, სწორედ ამ ღონისძიების შედეგად, კომპანიას „გეფერინი“ და  InterBlock Hong Kong Limited-ს შორის წარმატებული კონტრაქტი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქართულმა კომპანიამ ჰონგ-კონგის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სავაჭრო ცენტრში კუნძულის ტიპის მაღაზია გახსნა.

 

შემთხვევითი სიახლე

ჩინეთი ვიეტნამის საზღვრის დასაცავად ანდროიდებს გამოიყენებს

ჩინური კომპანია UBTech Robotics მასშტაბურ შეკვეთას მიიღებს, რომელიც ითვალისწინებს საზღვრის დაცვასა და კონტროლში ჰუმანოიდური რობოტების …