გერმანიის ბიზნესასოციაცია 100 საინვესტიციო შეთავაზებით მოხარულია

თბილისი (BPI) გერმანიის ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საშა ტერნესი პოზიტიურად აფასებს  პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა და დღეს ბიზნესსსექტორს დეტალურად გააცნო.

„მოხარული ვართ დღევანდელი ინიციატივით – ბიზნესისთვის 100 საინვესტიციო ქონების შეთავაზებით.  განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ქონების უმეტესი ნაწილი მიწის ნაკვეთია და მიწის ნაკვეთი ყოველთვის მწირი რაოდენობითაა ხელმისაწვდომი, მით უფრო თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში“, – აღნიშნა საშა ტერნესმა პროექტზე საუბრისას.

ამასთან,  გერმანიის ბიზნესასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ბიზენსსექტორისა და ინვესტორებისთვის ძალიან კარგია იმის ცოდნა, თუ რა არის ხელმისაწვდომი ბაზარზე. მისი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია  მშენებლობის  ნებართვების მიღების პროცესის გამარტივება.

„და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავრობამ დაგვარწმუნა, რომ ინვესტორები მიიღებენ მთელ პაკეტს – არა მხოლოდ მიწას, არამედ ყველა საჭირო წინასწარ ნებართვასა და სხვა შესაბამის დოკუმენტაციას, რაც პროცესს ძალიან მარტივს ხდის. კარგია, რომ როდესაც ადამიანები დაინტერესდებიან რომელიმე საკუთრებით, მათ მშენებლობის შესაბამისი ნებართვების მიღების ძალიან მარტივი პროცესი ექნებათ გასავლელი“ – განაცხადა საშა ტერნესმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, სრულიად აქარწყლებს ის ოფიციალური მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. კერძოდ: ⁠⁠ბოლო5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია; ⁠⁠2025წელი ამ მხრივ გამორჩეული იყო, ვინაიდან პირველად დეფიციტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოსცდა მშპ-ის 2%-ს და 1,4% შეადგინა, რაც ბიუჯეტის დეფიციტის ისტორიული მინიმუმია; ⁠⁠ნომინალურმაჩვენებლებსაც თუ შევხედავთ, გეგმასთან მიმართებით დეფიციტი მცირდებოდა, საშუალოდ, 150-200 მლნ ლარის ფარგლებში, თუმცა გასულ წელს დეფიციტის შემცირების მაჩვენებელმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევესიცრუეა, თითქოს, შემოსავლებს და ხარჯებს შორის სხვაობა გასულ პერიოდში დაგროვილი ნაშთით დაფინანსდა. თუ შევხედავთ მთავრობის ჯამურ დეპოზიტებს, მისი მოცულობა 2025 წელს, ჯამურად, 900 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და 6 მილიარდ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. ⁠⁠უშუალოდსახელმწიფო ბიუჯეტის დეპოზიტების ზრდამ 80 მილიონ ლარს გადააჭარბა; ⁠⁠ასევე,აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავალი გადაჭარბებით შესრულდა და ჯამში, გადაჭარბებამ 200 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებული მორიგი დეზინფორმაცია და მისი დაკავშირება სასურსათო პროდუქციის ფასებთან, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი უშედეგო მცდელობა.