გერმანიაში გამართულ სათამაშოების გამოფენაში 5 ქართული კომპანია მონაწილეობს

თბილისი (BPI) – გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში გამართულ სათამაშოების გამოფენაში Spielwarenmesse 2019 ხუთი ქართული კომპანია: შპს „კოდალა“, შპს „ჯეოთოიზ“ , შპს „ზღარბი“, შპს „მწვერვალი“ და შპს „გეოსტილი“ მონაწილეობს.

კომპანიები გამოფენაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით 30 იანვარიდან – 3 თებერვალის ჩათვლით მონაწილეობენ.

სათამაშოების კომპანიებისთვის ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია, რომელშიც 2850-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს 60 ქვეყნიდან. ვიზიტორების რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით 73 000-ს შეადგენს.

სათამაშოების გამოფენაზე – Spielwarenmesse 2019  მონაწილეობის მიზანია ქართულ კომპანიების ხელშეწყობა, რათა დაამყარონ ბიზნეს კავშირები უცხოელ პოტენციურ პარტნიორებთან თუ დამკვეთებთან, ასევე უკეთ გაეცნონ გლობალურ ტენდენციებს და თანამდეროვე ტექნოლოგიების როლს აღნიშნულ სექტორში.

სააგენტოში განმარტავენ, რომ 2018 წელს, სწორედ აღნიშნულ ღონისძიებაზე ქართული სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ დაამყარა მნიშვნელოვანი კავშირები ფრანგულ კომპანიასთან და 280 000 ევროს ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …