გახარია რთველი 2019-ით უკმაყოფილოა, დასაწური ყურძნის 270 000 ტ მდე გაზრდით კმაყოფილი

თბილისი (BPI) – ჩვენ ახალი ენერგია გვჭირდება ეკონომიკაში, – პრემიერი მეღვინეებს, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის დანიშნულებაზე ესაუბრა.

“კარგად მახსოვს 2012-2013 წლები, როდესაც დაახლოებით 50 ათას ტონაზე ვსაუბრობდით. წელს, რთველში უკვე დაახლოებით 270 ათასი ტონა გვაქვს მიღებული“, – პრემიერი  ფიქრობს, რომ “უკვე არის დრო ვიფიქროთ ხარისხზე. ყველას კარგად გვესმის, რომ ქართული ღვინის ხარისხი, გლეხის და მევენახის მიერ მოყვანილი ყურძნის ხარისხიდან იწყება. ყველაფერთან ერთად ესეც ძალზე მნიშვნელოვანია. მესმის, რომ პრობლემები ბევრია, მაგრამ თუ პრაგმატულად, ობიექტურად და შედეგზე ორიენტირებულად მივუდგებით, გადაუწყვეტელი პრობლემები არ უნდა იყოს“.

პრემიერი, 2020 წლის ბიუჯეტში მარკეტინგული აქტივობებისთვის გაწერილი 9 მლნ-იდან თანხის მეღვინეობაში პრიორიტეტულად მიმართვას, დარგის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს. ის მათ პრობლემების მოგვარების დაჩქარებას შეპირდა. წლევანდელი რთველის სირთულეზეც აღნიშნა, – “გამოვძვერით როგორც ჩანს”.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …