გაცემული სამშენებლო ნებართვების და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების მიხედვით თბილისი ლიდერობს

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 059 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტით ნაკლები) 3 996.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.4 პროცენტით მეტი). ნებართვების 73.9 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.0 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 9.3 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 9.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.4 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
2023 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 337.1 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3 პროცენტით მეტი) 1 465 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.4 პროცენტით მეტი).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.5 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …