გაყიდვები გაზრდილია 40%-ით – „რითეილ გრუპ ჯორჯია“

„შარშანდელთან შედარებით, გაყიდვები გაზრდილია 40%-ით“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ “რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მოთხოვნის ზრდა პოსტპანდემიურ აღდგენას და ტურიზმის ზრდას უკავშირდება.

„შარშანდელთან შედარებით, გაყიდვები გაზრდილია დაახლოებით 40%-ით. ამას ვუკავშირებთ პოსტ პანდემიურ აღდგენას და ამასთანავე, ტურიზმის ძალიან დიდ ზრდას“,- განაცხადა მაღალაშვილმა.

ამასთან, როგორც “რითეილ გრუპ ჯორჯიას” დირექტორმა დააანონსა, მიმდინარე წლის ოქტომბერში, დეკემბერსა და მომავალი წლის მარტში, საქართველოში ახალი ბრენდი გამოჩნდება. მისი თქმით, საუბარია Lefties-ზე, „პარფუასა“ და Sunglass Hut-ზე, რომლებიც რამდენიმე მოლში განთავსდება.

უფრო კონკრეტულად, რეზო მაღალაშვილის თქმით, Lefties-ს ორი მაღაზია მარტში გლდანის და საბურთალოს „სით მოლებში“ გაიხსნება, „პარფუა“ 14 ოქტომბერს „თბილისი მოლში“, ხოლო Sunglass Hut საბურთალოს „სითი მოლში“.

გარდა ამისა, 14 ოქტომბერსვე იგეგმება „იპეკიოლის“ მეორე მაღაზიის გახსნაც.

 

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …